ფეხბურთი

14:17 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბეილისთვის ადგილი არც "ტოტენჰემში" მოიძებნა - უელსელი შესაძლოა კვლავ "რეალში" დაბრუნდეს

“ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ნუნუ ეშპირიტუმ კლუბში საკადრო ცვლილებების თაობაზე ისაუბრა, რომელიც გარეთ ბეილსაც შეეხო. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, უელსელი შემტევი დიდი ალბათობით მადრიდის „რეალში“ დაბრუნდება, რადგან ინგლისურ კლუბში მისი ადგილი არ არის.

„ბეილი არ იქნება ჩვენი გუნდის ნაწილი“, - განაცხადა ეშპირიტუმ.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელი „მამლების“ შემადგენლობაში 2020-2021 წლების სეზონში დაბრუნდა, რომლის რიგებშიც 20 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა. ლონდონურ გუნდში ის 2007-2013 წლებშიც თამაშობდა, შემდეგ კი მადრიდის „რეალში“ გადავიდა, სადაც 7 წელი გაატარა. ბოლო დროს მადრიდულ გრანდში ბეილი სასურველი კანდიდატი აღარ იყო და მის გაყიდვას რამდენიმე წელი ცდილობდნენ, თუმცა შესაძლოა მალე კვლავ „სამეფო კლუბში“ ვიხილოთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112321