სხვა

12:58 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნაგოია ბაშოს დასრულებამდე ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე ბრძოლა მოიგო (+VIDEO)

ნაგოია ბაშოს დასრულებამდე ერთი დღე დარჩა და ქართველმა სუმოისტმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი მე-17 მაეგაშირა იჩიამამოტოს შეხვდა და იორიკირის ილეთით აჯობა.

ეს წყვილის პირველი დაპირისპირება იყო და მოგება-წაგების ბალანსი ლევანმა თავის სასარგებლოდ გახსნა, უშუალოდ ორთაბრძოლა კი ტოჩის უპირატესობით წარიმართა და მეტოქე დოჰიოს მიღმა გადაიყვანა, რის შემდგომაც, ზაფხულის სუპერტურნირზე უკვე მეორედ - ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა.

დასანანია, რომ ქართველ გოლიათს დადებითი ბალანსის განაღდების საშუალება აღარ აქვს, თუმცა ხვალინდელი დაპირისპირების მოგება და მინიმალური უარყოფითი ბალანსის დაფიქსირება მისთვის მაქსიმუმი იქნება. რაც შეეხება გორგაძის ბოლო მეტოქეს მიმდინარე ბაშოზე, ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116423