ავტოსპორტი

1:52 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა სპრინტის პოული მოიპოვა

როგორც იქნა, ლუის ჰამილტონმა შეწყვიტა კვალიფიკაციებში წარუმატებელი სერია და სილვერსტოუნზე, ბრიტანეთის დიდი პრიზის სპრინტ რბოლის კვალიფიკაციაში, ჩემპიონატის ლიდერი მაქს ფერსტაპენი უკან მოიტოვა. სესიის დასრულების შემდეგ, მათ შორის სხვაობა მხოლოდ 0.075 წამი იყო.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, კვალიფიკაციის მესამე ნაწილის პირველ ცდაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა. ფერსტაპენი მას 0.172 წამით ჩამორჩა. მეორე ცდის დროს, პირველ ორ სექტორზე ჰამილტონი საკუთარ დროს აუმჯობესებდა, მაგრამ მესამე სექტორში შეცდა და საბოლოოდ, წინა დროის გაუმჯობესება ვერ შეძლო. მის ბედად, ეს ვერც ფერსტაპენმა მოახერხა.

რბოლის შემდეგ ჰოლანდიელი ჩიოდა, რომ მის „რედ ბულს“ არასაკმარისი მოხვევადობა აქვს. მესამე დრო ვალტერი ბოტასს ჰქონდა. კვლავ შესანიშნავად იასპარეზა ჯორჯ რასელმა, ვინც ზედიზედ მეორედ შეძლო კვალიფიკაციის სამივე ნაწილში ასპარეზობა და ამჯერად მერვე საუკეთესო იყო.

სპრინტის კვალიფიკაციას 80 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. შაბათს ფ1-ის ისტორიაში პირველი სპრინტ რბოლა ჩატარდება, რომლის სამი საუკეთესო ქულებს მიიღებს. სპრინტის შედეგების შესაბამისად კი პილოტები კვირის რბოლის სასტარტო რიგში განლაგდებიან.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

სპრინტის კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'26.134
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.075
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.194
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.694
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.710
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.763
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 0.765
  8. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 0.837
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.873
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.045
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.111
  12. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.139
  13. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.206
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1.483
  15. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.531
  16. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.909
  17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.928
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.120
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.604
  20. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2.917
0.124236