ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების და "ფეიენოორდის" აწ უკვე ყოფილი ტავდამსხმელი სტივენ ბერგუისი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს. როგორც ამსტერდამული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
სტივენი როტერდამელთა რიგებს 2016 წელს იჯარის წესით შეუერთდა და შემდეგ "ფეიენოორდმა" ფეხბურთელი ოფიციალურად დაიმატა. ნიდერლანდული გუნდის მაისურით ხუთ სეზონში ბერგუისმა 199 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 87 გოლი და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა. სტივენი ეროვნულ ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობს და ევრო 2020-ზეც მიიღო მონაწილეობა.