ინგლისელი ფეხბურთელი რაიან ბერტრანდი "ლესტერს" ტავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. როგორც "მელიების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მცველმა კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ბერტრანდი "ჯილინგემის" აკადემიის აღზრდილია და 2005 წელს "ჩელსის" შეუერთდა. მას შემდეგ რაიანმა იჯარის წესით ბევრი გუნდი მოიარა და საბოლოოდ 2015 წელს "საუთჰემპტონს" ოფიციალურად შეუერთდა. "წმინდანების" მაისურით ინგლისელმა 240 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და ოცი საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ბერტრანდს 19 მატჩი აქვს ჩატარებული.