ფეხბურთი

19:57 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვულვზმა" პორტუგალიელი მეკარე დაიმატა

პირეოსის "ოლიმპიაკოსის" აწ უკვე ყოფილი მეკარე ჟოზე სა კარიერას "ვულვზში" გააგრძელებს. როგორც "მგლების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისელებმა მეკარის ტრანსფერში რვა მილიონი ევრო გადაიხადეს.

სა პორტუგალიური "პალმეირასის" აკადემიის აღზრდილია და 2016 წლიდან "პორტუში" თამაშობდა. 2018 წელს ჟოზე "ოლიმპიაკოსში" იჯარის წესით გადავიდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ პირეოელებმა ფეხბურთელი ოფიციალურად გაიფორმეს. მას შემდეგ ბერძნული გუნდის მაისურით სამ 124 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 89 გოლი და 62 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

0.111954