ფეხბურთი

19:08 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020-ის შემდეგ Transfermarkt-ზე გაძვირებულ ფეხბურთელთა ათეული

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ცნობილმა ვებგვერდმა Transfermarkt-მა ფეხბურთელების ფასები განაახლა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ყველაზე მეტად სამი ფეხბურთელი გაძვირდა.

ევრო 2020ის დასრულების მერე პედრის, ფედერიკო კიეზასა და კალვინ ფილიპსის ფასებმა 10-10 მილიონი ევროთი მოიმატეს. ამრიგად, პედრი ევროპის ჩემპიონატის სტარტამდე 70 მილიონი თუ ღირდა, ახლა მისი ფასი 80 მილიონ ევროს აღწევს.

ევრო 2020-ზე ყველაზე მეტად გაძვირებული ფეხბურთელების ათეული ასეთია:

1-3. პედრი (ესპანეთი) - გაძვირდა 10 მილიონით (80 მილიონი ევრო ღირს)

1-3. ფედერიკო კიეზა (იტალია) – გაძვირდა 10 მილიონით (70 მილიონია მისი ფასი)

1-3. კალვინ ფილიპსი (ინგლისი) - გაძვირდა 10 მილიონით (40 მილიონია მისი ფასი)

4-5. ლუკ შოუ (ინგლისი) - გაძვირდა 7 მილიონით (42 მილიონია მისი ფასი)

4-5. მიკელ დამსგორი (დანია) - გაძვირდა 7 მილიონით (20 მილიონია მისი ფასი)

6. იოაკიმ მაელე (დანია) - გაძვირდა 6 მილიონით (19 მილიონია მისი ფასი)

7-10. ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია) - გაძვირდა 5 მილიონით (65 მილიონია მისი ფასი)

7-10. დანი ოლმო (ესპანეთი) - გაძვირდა 5 მილიონით (50 მილიონია მისი ფასი)

7-10. ჟორჟინიო (იტალია) - გაძვირდა 5 მილიონით (45 მილიონია მისი ფასი)

7-10. პატრიკ შიკი (ჩეხეთი) - გაძვირდა 5 მილიონით (28 მილიონია მისი ფასი)

0.121502