იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ ხელზე ევროპის ჩემპიონატის თასი დაიხატა. ფეხბურთელმა ინსტაგრამში გამოაქვეყნა ტატუს ფოტო და სხეულზე სამუდამოდ აღბეჭდა იმ თასის ფოტო, რომლის მოგებაში მან დიდი წვლილი შეიტანა.
22 წლის ფეხბურთელმა ევრო 2020 დიდებულად ჩაატარა, ნახევარფინალსა და ფინალში, ესპანეთთან და ინგლისთან გადამწყვეტი პენალტები მოიგერია და „სკუადრა აძურას“ ჩემპიონობაში დაეხმარა.
აღსანიშნავია, რომ ჯიჯო უეფამ ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. შეგახსენებთ, იტალიამ ევროპის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგო.