საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა. ნიკოლოზი სერბ ლასლო ჯერეს დაუპირისპირდება და ორ სეტში უშანსოდ 2:6, 2:6 წააგო.
თამაში მხოლოდ საათსა და 4 წუთს გაგრძელდა და ჯერეს უპირატესობა ძალიან დიდი იყო. ბასილაშვილის თამაშის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ მისცემია. ნიკოლოზმა 1 ეისი შეასრულა, 7 ორმაგი და 30 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ჯერეს აქტივში 4 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა იყო.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰამბურგის ტურნირი 2018 და 2019 წლებში აქვს მოგებული, თუმცა, ამჯერად პირველივე შეხვედრა წააგო. სხვათა შორის, ის მეოთხედფინალში უთამაშებელი აღმოჩნდა, რადგან პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო შემდეგ მის მეტოქეს, არგენტინელ სებასტიან ბაეზს კორონავირუსი დაუდასტურდა და ტურნირს ჩაეხსნა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ლასლო ჯერე 0:2 (2:6, 2:6)