ფეხბურთი

14:35 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ოთარ კიტეიშვილმა "შტურმთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ინფორმაცია ავსტრიული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„საიდუმლო არ არის, რომ ოთარი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისმა სწრაფმა დრიბლინგებმა და პასებმა შეიძლება განსხვავება ნებისმიერ თამაშში გამოიწვიოს. ის შეტევაში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის ფაქტი, რომ სხვა წინადადებების მიუხედავად, ჩვენთან დარჩენა გადაწყვიტა, მის პიროვნებაზე მეტყველებს“, - თქვა გრაცელთა სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა.

„გრაცში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, მშვენიერი გარემოა და ნამდვილად მოუთმენლად ველოდები ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპსა და „შტურმში“ მომდევნო გამოწვევებს“, - აღნიშნა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წელს „დინამო თბილისიდან“ გადავიდა და ავსტრიული კლუბის მაისურით 96 მატჩში 35 გოლში მიიღო მონაწილეობა (გოლი+საგოლე პასი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059714