ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშმა ნაგოია ბაშოზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. მე-13 საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძე ცურუგიშოს გაეჯიბრა და იორიკირით იმარჯვა.
ტოჩინოშინს 5 გამარჯვების წილ 8 მარცხი აქვს და მიმდინარე ბაშოზე კაჩი-კოშის (დადებით ბალანსს) ნამდვილად ვეღარ დააფიქსირებს.
ქართველი სუმოისტი 17 ივლისს, მე-17 მაეგაშირა იჩიამამოტოს დაუპირისპირდება.