თამაშგარე

12:14 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბელენის სიხარულის ცრემლები

არგენტინულმა ტაბლიოდებმა ბევრი ეძებეს თუ ცოტა, ბოლოს გერმანიაში მიაგნეს არგენტინელ მოდელსა და ერთ დროს არგენტინის საფეხბურთი ნაკრების თილისმას ბელენ როდრიგესს, რომელიც მთელი კოპა ამერიკის განმავლობაში მიჩუმებული იყო და მისი ეს სიჩუმე ბევრ ცრუმორწმუნეს თავიდან ავად ენიშნა.

როგორც აღმოჩნდა, ბელენი თავის ამჟამინდელ გულისსწორთან, ვინმე პაბლო ანდრესთან ერთად, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ერთი თვის განმავლობაში სახლში იყო ჩაკეტილი და ყველასთვის ესოდენ საცნაურ სენს - კორონავირუსს ებრძოდა. თურმე ვირუსი ჯერ ბელენს შეეყარა, შემდეგ მის საყვარელს, რაც საბოლოო ჯამში ერთთვიანი კარანტინით დასრულდა.

როგორც როდრიგესის ქალი ამბობს, მიუხედავად გერმანიასა და არგენტინას შორის საგრძნობი საათობრივი სხვაობისა, ტელევიზორში არგენტინის ნაკრების ერთი თამაშიც კი არ გამოუტოვებია და ფინალის შემდეგ სიხარულით იტირა კიდეც, რაც ასეთი ემოციური ქალისგან ნამდვილად არაა გასაკვირი. იმ დღეს ნეტა იყო ისეთი არგენტინელი, ვისაც სიხარულის ცრემლი არ წამოსვლია?...

0.135903