სხვა

3:27 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიურის და უაილდერის შეხვედრა 9 ოქტომბერს დაინიშნა

მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონს (WBC ვერსიით), ბრიტანელ ტაისონ ფიურისა და ამერიკელ დეონტეი უაილდერს შორის მესამე შეხვედრა, რომელიც ფიურის კორონავირუსით ინფიცირების გამო გადაიდო, 9 ოქტომბერს გაიმართება. ამ ინფორმაციას საპრომოუტერო კომპანია „ტოპ რენკ ბოქსინგი“ ავრცელებს.

ფიურიმ უაილდერთან ბრძოლის კონტრაქტი მაისში გააფორმა. თავიდან ის მძიმე წონის სხვა ჩემპიონთან, ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ უაილდერთან ადრე დადებული შეთანხმებით, ამერიკელს მესამე შეხვედრის მოთხოვნის უფლება ჰქონდა. მან შეხვედრა მოითხოვა და მიზნს მიღწევაში, სასამართლო დაიხმარა.

შეხვედრა თავიდაპირველად, 24 ივლისს დაინიშნა. მაგრამ ახლახანს ფიურის კორონავირუსი შეეყარა. ბუნებრივია, ლას ვეგასში დანიშნული ბრძოლა გადაიდო. ორგანიზატორებმა ახალ თარიღზე სწრაფად მოილაპარაკეს.

32 წლის ფიური და 35 წლის უაილდერი ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. 2018 წელს ფრე დაფიქსირდა. იმ ბრძოლის ბოლო რაუნდში უაილდერმა მეტოქეს ნოკდაუნი აგემა, მაგრამ ფიურიმ გაგრძელება შეძლო. სამიდან ერთმა ფრე დააფიქსირა, ერთმა უპირატესობა ამერიკელს მიანიჭა, ერთმაც - ბრიტანელს.

მეორე ბრძოლა შარშან შედგა. ფიურიმ მეტოქე მეშვიდე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა (ფოტოზე) და მას WBC-ს ტიტული ჩამოართვა.

0.136922