სხვა

1:16 | 16.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოგაჩარმა ისევ მოიგო და ტურის მეორე ტიტულამდე ერთ ნაბიჯშია

ტურ დე ფრანსის მოქმედი ჩემპიონს სლოვენიიდან, ტადეი პოგაჩარს ტიტულის დაცვასთან ერთი ნაბიჯიღა აშორებს. მან დღეს ზედიზედ მეორე სამთო ეტაპი მოიგო და თუ დროზე რბოლაში რაიმე სასწაული არ მოხდა, ველომარათონს ზედიზედ მეორედ მოიგებს.

მე-18 ეტაპის დაწყებამდე, პოლიციამ ტურის მონაწილე გუნდ „ბაჰრეინ ვიქტორიოუსის“ ავტობუსი ეკიპირების სათავსოები გაჩხრიკა. მარსელის პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება აკრძალული პრეპარატების შემოტანაზე, შეძენაზე, ტრანსპორტირებასა და ფლობაზე მიმდინარეობს.

გუნდი აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს და რბოლაში მონაწილეობას გააგრძელებს.

რაც შეეხება მე-18 ეტაპს, პოგაჩარმა (UAE ტიმ ემირატსი) საფინიშო აღმართის ბოლო 500-მეტრიან მონაკვეთზე მან სიჩქარე მკვეთრად გაზარდა და თავისი ორი უშუალო კონკურენტი - დანიელი იიონას ვინგეგაარდი (ჯუმბო-ვისმა) და ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი (ინეოს გრენადერსი) 2 წამით ჩამოიტოვა.

ამგვარად, მე-18 ეტაპის შედეგი თითქმის წინა ეტაპის გამეორება იყო. მაშინაც პირველი სამი ადგილი ამავე ველომრბოლებმა, ამავე განლაგებით დაასრულეს. და ორივე ურთულესი სამთო ეტაპი იყო.

„არ მჯერა, რაც მოხდა. დღეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გვქონდა. ფეხები ძალიან დამეღალა და ტურმალეზე (უმაღლესი კატეგორიის სირთულის მთა) ასვლა გამიჭირდა. ლუზ არდიდენზე (უმაღლესი კატეგორიის მთა) ასვლაც ძალიან რთული იყო. მაგრამ ჩემი რიტმი ვიპოვნე ბოლო სპრინტისთვისაც საკმარისი ენერგია შემრჩა“, - ყვება პოგაჩარი, ვინც დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, უახლოეს მდევარ ვინგეგაარდს 5 წუთს და 45 წამს უგებს.

0.133729