ფეხბურთი

23:04 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "ჟილინას" გორში აჯობა, მაგრამ კონფერენს ლიგიდან მაინც გავარდა

უეფას კონფერენს ლიგას გორის „დილა“ გამოეთიშა. შიდა ქართლელებმა სლოვაკური „ჟილინას“ ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხეს და ევროთასებს საწყის სტადიაზევე დაემშვიდობნენ.

პრინციპში, ამ წყვილში ყველაფერი სლოვაკეთში გადაწყდა, სადაც „დილა“ 1:5 დამარცხდა და ბუნებრივია ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა გორში ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი დემჩენკოს გუნდი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა.

„დილა“ უტევდა, მაგრამ ანგარიში სლოვაკებმა გახსნეს. ეს ტაიმის ბოლო წუთზე მოხდა და ვაჰან ბიჩახჩიანმა, როგორც პირველ მატჩში, ახლაც პენალტი გაიტანა და „ჟილინამ“ კიდევ უფრო გაზარდა საერთო უპირატესობა.

მეორე ტაიმში „დილამ“ ბრძოლა გააგრძელა და ორი გოლი გაიტანა. ჯერ უსმან კამარამ გაიტანა, მერე ვანდერსონმა და გორელებმა საკუთარ მოედანზე მაინც მოახერხეს გამარჯვება, ოღონდ მხოლოდ 2:1, რაც ცხადია, საერთო გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

„ჟილინამ“ გორის „დილას“ ორი თამაშის ჯამში 6:3 აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ხოლო ქართული გუნდი ასპარეზობის მიღმა დარჩა.

ამრიგად, საქართველოს უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი წარმომადგენელი ეყოლება: „დინამო ბათუმი“ ბორისოვის „ბატეს“ შეხვდება, ხოლო „დინამო თბილისი“ ჰაიფას „მაკაბის“.

დილა 2:1 ჟილინა 2:1 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 3:6

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

„დილა“ (4-2-3-1): გუგეშაშვილი; ჩიტეიშვილი, ეტოუ, მაისაშვილი (მანზი 77), ვანდერსონი - მოსიაშვილი, სანტოსი; ღუდუშაური (ბუღრიძე 56), ბიძინაშვილი, კამარა (მადინგა 82); კაპანაძე (ზუბაკი 55)

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

„ჟილინა“ (4-3-3): პეტრაში; ანანგი, მინარიკი, კივორი, სლუკა; მისლოვიჩი (ბერნატი 46), ფაზლაგიჩი (გონო 46), ბიჩახჩიანი (სლებოდნიკი 71); კაპრალიკი (კოპაში 79), ჯიბრილი (რუსნაკი 65), დურიში

მწვრთნელი: პავოლ სტანო

გოლები: 0:1 ბიჩახჩიანი (45, პენ), 1:1 კამარა (58), 2:1 ვანდერსონი (70)

გაფრთხილება: მაისაშვილი (32), კაპანაძე (35), ბიძინაშვილი (42), ალეფ სანტოსი (76), ჩიტეიშვილი (78), მოსიაშვილი (86) - ფაზლაგიჩი (4), სლუკა (42), მინარიკი (76), გონო (78)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 6 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: მ. მილანოვიჩი (სერბეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124344