ფეხბურთი

22:25 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "ტრე პენეს" ბარიერი ადვილად დაძლია

„დინამო ბათუმმა“ უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა ადვილად მოახერხა. გია გეგუჩაძის გუნდმა ერთი კვირის წინ სან მარინოში „ტრე პენე“ ძალიან იოლად 4:0 დაამარცხა და ბუნებრივია, ყველაფერი იქვე გადაწყდა.

ამჯერად კი მეტოქეს საკუთარ მოედანზე დაუხვდა. სხვათა შორის, ბათუმში, „დინამომ“ ევროთასის მატჩი 1998 წლის შემდეგ პირველად გამართა და თამაშმა ცხადია დიდი ინტერესი გამოიწვია, დაახლოებით 10 000 მაყურებელი დაესწრო.

თამაშს რაც შეეხება, „დინამო ბათუმმა“ ისევ იოლად იმარჯვა. ანგარიში დასაწყისშივე ვამარა სანოგომ გახსნა, რომელიც პირველ ნახევარში ერთადერთი გოლი გამოდგა. ბათუმელებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში ორჯერ იხეირეს. ჯერ გიული მანჯგალაძემ გაიტანა და მერე ჯოვინო ფლამარიონმა.

წინ კიდევ 40 წუთი იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა, ზღვისპირელებმა 3:0, ორი მატჩის ჯამში კი 7:0 მოიგეს და ამ ბარიერის დაძლევა არ გასჭირვებიათ, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო, რადგან „ტრე პენე“ ევროთასებზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია.

„დინამო ბათუმი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვის „ბატეს“ დაუპირისპირდება, რომელსაც ჯერ ბათუმში უმასპინძლებს და მერე ბელარუსში ესტუმრება.

„დინამო ბათუმი“ – „ტრე პენე“ 3:0 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 7:0

ბათუმი, „ბათუმი არენა“

„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): კუპატაძე; ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ნავალოვსკი; ტეიდი (ალთუნაშვილი 46), მანჯგალაძე (ფანცულაია 62); გაფრინდაშვილი, ზარია (მამუჩაშვილი 75), შინდაგორიძე (ჯოვინო 46); სანოგო (ჯიღაური 61)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

„ტრე პენე“ (3-5-2): მიგანი; პალაცი, მაიკონი (კასადეი 65), ვანდი; სარტორი, სანტონი, რიგინი (ზონზინი 73), სამპრინი, ბოჩოლეტი; პიერი (კოსტა 63), ბადალასი (სიმონჩელი 73)

მწვრთნელი: სტეფანო ჩეჩი

გოლები: 1:0 სანოგო (10), 2:0 მანჯგალაძე (47), 3:0 ჯოვინო (51)

გაფრთხილება: სანოგო (26), ალთუნაშვილი (54), კობახიძე (83) - ბოჩოლეტი (5), პალაცი (66)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 6 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ვ. ბანარი (მოლდოვა)

0.119455