ფეხბურთი

15:26 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა: „ცოტა მოვიცადოთ“

ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინმა“ ამხანაგურ-მოსამზადებელ მატჩში 0:4 წააგო მოსკოვის „სპარტაკთან.“ თუმცა, ქართველმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგადაა, ამ ანგარიშს მნიშვნელობა არ აქვს და ყაზანელები 10 დღეში შეეცდებიან სრულფასოვანი რევანშის აღებას, როცა უკვე ოფიციალურ მატჩში, რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრაში უმასპინძლებენ მოსკოველებს.

ხვიჩას „სპორტ ექსპრესის“ ჟურნალისტმა მომავალ გეგმებზეც ჰკიხა.

„ვნახოთ. სატრანსფერო ფანჯარა სექტემბერში იხურება და ჯერ დიდი დროა. ახლა მიჭირს კონკრეტულად რაიმეზე საუბარი. მოდით, ცოტა მოვიცადოთ.“ - თქვა კვარაცხელიამ.

„რუბინისა“ და „სპარტაკის“ პირველი ტურის მატჩი 24 ივლისს გაიმართება ყაზანში და თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

0.109108