ფეხბურთი

14:49 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის ნაკრები, შესაძლოა, ბერდიევმა ჩაიბაროს

რუსეთის საფეხბურთო კავშირი განიხილავს ვარიანტს, „რუბინისა“ და „როსტოვის“ ყოფილი დამრიგებლის, ყურბან ბერდიევის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ.

სავარაუდოდ მას კონტრაქტს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე გაუფორმებენ. შემდგომი თანამშრომლობა კი შედეგების მიხედვით განისაზღვრება.

ბერდიევის ხელფასი გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე სტანისლავ ჩერჩესოვისა, რომელიც ევრო 2020-ზე შერცხვენის შემდეგ გადადგა. თუმცა, თუ მომავალი მუნდიალის შესარჩევ ეტაპს წარმატებით გაივლის, სოლიდურ ბონუსს პირდებიან - გვამცნობს sport-express.ru.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112947