ფეხბურთი

14:23 | 15.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟურნალისტი „რეალს“ 10 მილიონ ევროდ აშანტაჟებდა

ცნობილი გახდა დიდი შანტაჟის ამბავი, რომელიც მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის წინააღმდეგ იხლართებოდა. ამის შესახებ რადიოსადგურ Onda Cero-ს ეთერში გნაცხადა ჟურნალისტმა კარლოს ბუსტილიომ.

2011 წელს, ჟურნალისტმა ხოსე ანტონიო აბელანმა, კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ედუარდო ფერნანდეს დე ბლასთან შეხვედრაზე 10 მილიონი ევრო მოითხოვა, იმის სანაცვლოდ, რომ მის ხელთ არსებულ, კლუბის პრეზიდენტის, პერესის სატელეფონო აუდიოჩანაწერებს გაანადგურებდა. ამ ჩანაწერებში პერესი უხეშად აკრიტიკებს იკერ კასილიასს, კრიშტიანუ რონალდუს, რაულს, ჟოზე მოურინიუს და გუნდის მაშინდელ სხვა წევრებს.

მაგრამ შანტაჟი ჩაიშალა. კლუბმა ჟურნალისტს უარი უთხრა. მიმდინარე კვირაში ეს საუბრები გაზეთმა El Confidencial-მა გამოაქვეყნა, თუმცა პერესმა ჩანაწერს ნაყალბევი უწოდა და თავის ადვოკატებს საქმის შესწავლა დაავალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103489