„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი, 2021-22 წლების სეზონის საშინაო სათამაშო ფორმის ფოტოები გამოაქვეყნა.
ეკიპირება „მანჩესტერისთვის“ ტრადიციულ წითელ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. რეტროსტილია და 1960-იანი წლების დიზაინითაა შთაგონებული. საყელო, სახელოების ბოლოები და შორტები თეთრია.