45 წლის გერმანელმა არბიტრმა, ფელიქს ბრიხმა, ევრო 2020-ზე წარმატებული მუშაობის შემდეგ, კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
„ძალიან მინდოდა კიდევ ერთ დიდ ტურნირზე მემსაჯა და ეს სურვილი ავისრულე. ახლა, ალბათ, დროა კარიერა დავასრულო. ბოლო ერთი თვე მაქსიმალურად გახლდით კონცენტრირებული თამაშებზე. სხვაგვარად ასეთ დონეზე წარმატებას ვერ მიაღწევ.
წლის ბოლოსთვის კარიერის დასრულება გადავწყვიტე, რადგან ასეთი მოტივაცია ალბათ აღარ მექნება.“ - ციტირებს ბრიხის სიტყვებს Kicker.
ბრიხმა მსაჯობა 2004 წელს დაიწყო გერმანულ ბუნდესლიგაში. სამ წელიწადში ფიფას არბიტრი გახდა. მუშაობდა მსოფლიოს 2014 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე. იმსაჯა 2016-17 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი „რეალსა“ და „იუვენტუსს“ შორის (4:1).
ევრო 2020-ზე ბრიხმა ხუთი შეხვედრა განსაჯა, მათ შორის იტალია - ესპანეთის ნახევარფინალი (1:1, 4:2 პენ).