ფეხბურთი

11:53 | 15.07.2021 | ნანახია 0 - ჯერ

დონარუმა პსჟ-ში 50-ე ნომრით ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეულმა, ჯანლუიჯი დონარუმამ, აირჩია ნომერი, რომლითაც პარიზულ გუნდში ითამაშებს.

Get French Football News-ის ცნობით, იტალიის ნაკრების კარის დარაჯმა 50-ე ნომერი აირჩია. გასულ სეზონში ეს ნომერი სხვა იტალიელ მეკარეს, 18 წლის დენის ფრანკის ეკუთვნოდა.

დონარუმამ პსჟ-თან კონტრაქტი 14 ივლისს გააფორმა. ხელშეკრულება ხუთწლიანია და ვადა 2026 წლის 30 ივნისს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064866
სარეკლამო ადგილი - 99
X x X