კალათბურთი

11:20 | 15.07.2021 | ნანახია 1944 - ჯერ

NBA: ბუკერის რეკორდი, მიდლტონის 40 ქულა - "მილუოკი" თამაშში დაბრუნდა (+VIDEO)
იანისის სენსაციური დაფარება ეიტონზე NBA-ში დღის თემად იქცა

NBA-ს ფინალური დაპირისპირება გრძელდება და „მილუოკი ბაქსმა“ სერიაში ანგარიში 2:2 გახადა. ამ მატჩს ერთი რამ აკლდა, დაძაბულული დასასრული, რადგან როგორც წინა სამ შეხვედრაში, თამაშს ის გუნდი აკონტროლებდა, რომელიც შინ თამაშობდა.

უშუალოდ დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ნახევრის მერე ანგარიში თანაბარი იყო - 52:52. მესამე პერიოდში ბუკერის საოცარი თამაშით „ფინიქსმა 30:24 მოიგო, რომელთაგან 18 ქულა დევინმა მიითვალა. მასპინძლებმა დასკვნითი მეოთხედი 12 ქულიანი სხვაობით 33:21 იმარჯვეს და ეს თამაშის მოსაგებად საკმარისი გამოდგა - 109:103!

მესამე თამაშიდან „ბაქსი“ დაბრუნდა, მაგრამ მისი წარმატებით გაგრძელება ეჭვიშ ქვეშ იყო. მიზეზად კი ის მოიაზრებოდა, რომ ამ შეხვედრაში „ფინიქსის“ ვარსკვლავი დევინ ბუკერი სრულად ჩავარდა. კობის მემკვიდრედ წოდებული დევინი ზედიზედ ორ თამაშს ცუდად არასდროს თამაშობს და ასეც მოხდა. დღევანდელ შეხვედრაში მას საოცარი შედეგები ქონდა, თუმცა მისი გუნდი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა.

ბუკერმა 38:30 წუთში 42 ქულა ისე დააგროვა, რომ არცერთი სამქულიანი არ ჩაუგდია. მან 42 ქულას - 1 მოხსნა და 2 პასიც დაამატა. 24 წლის გამთამაშებელს 28-დან 17 ორქულიანი, 9-დან 8 საჯარიმო და 3-დან არცერთი სამქულიანი ჰქონდა.

დევინმა ნახევარ საუკუნიანი რეკორდიც მოხსნა - მას პლეი-ოფში 542 ქულა დაუგროვდა და რიკ ბარის გადაასწრო, რომელმაც 1967 წელს 521 ქულა ქონდა.

ახალგაზრდა ვარსკვლავის ასეთი წარმოდგენა „ფინიქსისთვის“ აუცილებელი იყო „მილუოკის“ არენაზე, თუმცა მასპინძლებმა კრის მიდლტონის კარგი თამაშის წყალობით გამარჯვება მაინც მოახერხეს. 29 წლის ფორვარდმა პარკეტზე 43 წუთი დაჰყო, რა დროშიც 40 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

კრისს იანის ანტენტოკუნმპოც დაეხმარა, რომელიც ნაკლები ქულების მიუხედავად გუნდისთვის უფრო ეფექტური იყო. ბერძენი კალათბურთელი ერთადერთი გამოდგა მთელ თამაშში, რომელმაც 26 ქულით, 14 მოხსნით, 8 პასით, 3 ჩაჭრითა და 2 დაფარებით ორმაგი დუბლი მიითვალა. მას საოცარი პასებიც ჰქონდა და სენსაციური დაფარებაც ეიტონზე! თანაც ბოლო წუთებზე!

ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა, ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირებები 18 და 21 ივლისს გაიმართება.


კომენტარები (55)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:49 | 18.07.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

აი ეგაა ტრავმები სწორედ. ყოფილიყო ლეიკერსი ჯანზე და კონფ.ფინალში ლოს ანჯელესური დუელი შედგებოდა. მანდ გამარჯვებული კი დიდ ფინალში დაეტაკებოდა ბაქსს.
ლეიკერსი-ბაქსზე, ან კლიპერსი-ბაქსზე ვინ იტყოდა ცუდი ფინალიაო ?

11:27 | 18.07.2021
a_reversi (280)

ისე რამდენი ამბობდა რომ ცუდი სერია იქნებოდა? )))

10:45 | 18.07.2021
Kobe Bean (21683)

21-საუკუნის ფინალისტები:
2000 ლეიკერსი-ინდიანა
2001 ლეიკერსი-ფილადელფია
2002 ლეიკერსი-ნეტსი
2003 სანანტონიო-ნეტსი
2004 ლეიკერსი-დეტროიტი
2005 სანანტონიო-დეტროიტი
2006 დალასი-მაიამი
2007 სანანტონიო-კლივლენდი
2008 ლეიკერსი-ბოსტონი
2009 ლეიკერსი-ორლანდო
2010 ლეიკერსი-ბოსტონი
2011 დალასი-მაიამი
2012 ოკლაჰომა-მაიამი
2013 სანანტონიო-მაიამი
2014 სანანტონიო-მაიამი
2015 გოლდენსტეიტი-კლივლენდი
2016 გოლდენსტეიტი-კლივლენდი
2017 გოლდენსტეიტი-კლივლენდი
2018 გოლდენსტეიტი-კლივლენდი
2019 გოლდენსტეიტი-ტორონტო
2020 ლეიკერსი-მაიამი
2021 ფინიქსი-მილუოკი
ამ წლამდე ერთი გუნდი მაინც გადიოდა ფინალში ისეთი(ბუნებრივია დასავლეთიდან)ვინც ძლიერი იყო,ხშირად ორივე მხრიდან ძლიერი გუნდი იყო.წელს გავიდა ფინიქსი დასავლეთიდან რომელიც არის ულაპარაკოდ ყველაზე სუსტი ჩემპიონი დასავლეთის 21-ე საუკუნეში და არც ბაქსია სუპერგუნდი თუმცა ფინიქსის და აღმოსავლეთის წარსულის ფონზე ჩანს მაინც

10:48 | 18.07.2021
Kobe Bean (21683)

აი გადახედეთ ახლა 21-ე საუკუნეში დასავლეთის ჩემპიონებს და რომელს მოუგებდა მაგათ ბაქსი სერიას თქვით.ვერცერთს,მაქსიმუმ 2006-ის დალასთან ქონოდა შანსი

10:50 | 18.07.2021
Kobe Bean (21683)

ნუ 2015-ის გოლდენთანაც შეიძლება ქონოდა შანსი ამ ბაქსს თუმცა არც 2006-ის დალასი და არც 2015-ის გოლდენი ამ ფინიქსივით სუსტი არ ყოფილა.დანარჩენი ყველა გადაიხევდა ამ ბაქსს ვინც 21-ე საუკუნეში დასავლეთიდან ფინალში გავიდა

10:38 | 18.07.2021
Kobe Bean (21683)

მე რაც კალათბურთს ვუყურებ ასეთი მზე გუნდები ფინალში არ გასულან.ერთი მხრიდან შეიძლება კი ბატონო მაგრამ ორივე ასეთი მზე გუნდი არ გასულა აქამდე

10:34 | 18.07.2021
Kobe Bean (21683)

სერიოზული დაცემულია დონე ნბა-ში და სალაპარაკოც არაა ეგ

10:33 | 18.07.2021
Kobe Bean (21683)

სადღაც კონფერენციის ნახევარფინალის დონის თამაშები მიდის,ნბა-ს ფინალში ასეთი გუნდები ვერ უნდა გადიოდნენ

10:26 | 18.07.2021
a_reversi (280)

ისე რამდენი ამბობდა რომ ცუდი სერია იქნებოდა? )))

10:32 | 18.07.2021
Kobe Bean (21683)

მოსაწონი რა არის ამ სერიაში რო?დაძაბულობა არის კი მაგრამ დონე არაა.ასეთი ფინიქსის მაქსიმუმი ერთი რაუნდის გავლა უნდა ყოფილიყო და არც ბაქსია დიდი ფინალის ღირსი გუნდი,ჩემპიონობაზე ხო საუბარიც არაა

10:24 | 18.07.2021
Kobe Bean (21683)

იგივე მიზეზის გამო(რაც პოლს მოუვიდა ეხლა) არ აქვს ლეიკერსსაც გაისად ჩემპიონობის შანსი თუ ლილარდი არ დაიმატეს.37 წლის ჯეიმსს(გაისად პლეიოფში 37-ის იქნება) სადღაც მაინც გაუჭირდება საჩემპიონო გზაზე.შეიძლება 1-2 სერია ითამაშოს კარგად მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში უეჭველი გადაიწვება 37 წლის კაცი.რაც არ უნდა ივარჯიშოს და მილიონები ხარჯოს ფიზიკის გაუმჯობესებაზე წლებს თავისი მიაქვს მაინც

10:13 | 18.07.2021
mtiula (1604)

ramagra gamityda finiqsis wageba polma minda moigos mara albat ver shedzlebs

10:19 | 18.07.2021
Kobe Bean (21683)

ბოლო თამაშებში პოლი აშკარად დაიღალა ჯიგარო,ასაკი თავისას შვება მაინც.ახალგაზრდა პოლი რომ იყოს ეჭვიც არ მეპარება ფინიქსი მოიგებდა ამ სერიას

10:00 | 18.07.2021
Kobe Bean (21683)

ბოლოში რა ენდვანი აიკიდა პოლმა იანისზე,არ ეკადრებოდა მასეთი ინტელექტის მქონე კაცს.რომელი იანისის გამჩერებელი პოლი იყო მასეთ სიტუაციაში.მართალია იანისმა ჯარიმა ვერ ჩააგდო მაგრამ სამაგიეროდ მოხსნა და ბურთი ისევ ბაქსს დარჩა რასაც დროის გაყვანასთან ერთად მიდლტონის საჯარიმო მოყვა და მორჩა თამაში.გაეტარებინა და იქნებ სამიანი კი ჩაეგდო ბუკერს დარჩენილ დროში

09:55 | 18.07.2021
Kobe Bean (21683)

დაინახეთ ყველამ რა სხვაობაა ბლედსოუს და ჯრუს შორის?აი ეგ აკლდა ბაქსს ჩემპიონობაზე საბრძოლველად წინა სეზონში.არც ჯრუზე მეგონა მთლად ასეთ დონეს თუ დადებდა მაგრამ ბლედსოუს რომ ბევრად აჯობებდა მაგაში დარწმუნებული ვიყავი.ლილარდს კითხეს მის შესაძლო ტრეიდზე და ორაზროვნად უპასუხა,თან იძახის პორტლენდში დარჩენა მინდაო და თან იძახის ბეჭედი მინდა რაც ამ პორტლენდით არ გამოვაო,ამიტომ ითხოვს ჩონსისთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას.ანუ სავარაუდოდ ასეთი საუბარი ექნება ლილარდს პორტლენდის ბოსებთან,გამიძლიერებთ გუნდს დავრჩები,არ გამიძლიერებთ წავალ

09:47 | 18.07.2021
Kobe Bean (21683)

ბუკერი შემოცოდა დალშე ყველა ერთი ხუია ამ ფინიქსში პოლის ჩათვლით რომელსაც აშკარად დაეტყო დაღლა და ასაკი,კაცმა 40 ქულა ჩააგდო საკმაოდ კარგი პროცენტით და ის 42 წუთი რაც გაატარა პარკეტზე 12 ქულით მოიგო სანსმა,6 წუთი დაისვენა და 16 ქულა წააგეს ის 6 წუთი,შესაბამისად 4 ქულა თამაში.ბაქსზე კი რა უნდა ითქვას,ერთადერთი სერიოზული სხვაობა წინა ბაქსს და ამ ბაქსს შორის არის ჯრუ და ფაქტია რომ გაამართლა მაგ კაცმა,აქვე უნდა აღინიშნოს მიდლტონის პროგრესიც.მოკლედ სერიოზული ტრიო შეიკრა იანისი მიდლტონი ჯრუს სახით და იმსახურებენ ბეჭედს.ფინიქსის ჩემპიონობა უფრო მინდოდა და ჯერკიდევ მინდა მაგრამ ბაქსის ჩემპიონობაც არ მეწყინება და ფავორიტები რომ იყვნენ ამ სერიაში არაა სალაპარაკო.დღეს რომც წაეგო გეიმ სევენს მაინც მოუგებდა ბაქსი ამ ფინიქსს,ნუ მეექვსეს რომ მოუგებდა სახლში და 3-3-ს გახდიდა სალაპარაკოც არაა.ისე მაინც არ გამოვრიცხოთ გეიმ სევენი,ერთი გაბრძოლება შეიძლება კიდევ გააკეთოს სანსმა

09:01 | 18.07.2021
გიო55გიო (384)

ჯრუმ რა თამაში დადო ამ დილით გავგიჟდი რაა, აი ამას ქვია ლიდერს მხარი აუბაო,მარა ამ შემთხვევაში იანისს დაეხმარა თუ თვითონ ინისი დაეხმარა ჯრუს ეგაა გასარკვევი ზუსტად!

08:56 | 18.07.2021
a_reversi (280)

3 straight game
2 word
1 man
Jrue Holiday
სუპერ დაცვითი გარდები მომწონდა სულ, მაგრამ ჯრუს აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის

00:25 | 17.07.2021
zviadi-shxefi (6306)

დეჟანტე და ბილი მოვიდნენ ბოსტონში და თუ უნდათ საერთოდ გაუწყვიტონ ლილარდს კონტრაქტი ნამდვილად არ ვინერვიულებ მაგაზე )))

00:20 | 17.07.2021
zviadi-shxefi (6306)

მე არ დამიწერია შეუძლებელია ლილარდის ლეიკერსში გადასვლათქვა რაც მეორე წინადადებაში მიწერია. რეალურად კონტრაქტიან კალათბურთელს არავინ ეკითხება სად გაცვლიან და როდის, მაგრამ რადგანაც ლილარდი არ არის უბრალო კალათბურთელი მაგიტომაც ავღნიშნე შეიძლება ლილარდის ლეიკერსში გადასვლის სურვილი აგიხდესთქვა და თუ სურვილი არ არის და არის უბრალოდ ლოგიკურად სიტუაციის შეფასება არც ეგაა პრობლემა

00:14 | 17.07.2021
zviadi-shxefi (6306)

თუ ლილარდი წავა ლეიკერსში პორტლენდი ვერ გავა პლეიოფში და აგერ ვნახავთ ყველანი

00:12 | 17.07.2021
zviadi-shxefi (6306)

არ მეგონა თუ კუზმასთან ერთად სხვა სანაგვის კალათბურთელების (ლილარდთან შედარებით) დაწერაც იქნებოდა საჭირო.

14:54 | 16.07.2021
კართაგენი28 (12606)

ისე ფინიქსმა რომ მოიგოს ( ბაქსი მგონია გახდება ) თქვენი აზრით ობიექტურად ვინ იმსახურებ მვპს ?

14:25 | 16.07.2021
გიო55გიო (384)

რატო აწყენინა? რახან ლებრონის თანაგუნდელია ის უნდა დაესახელებინა მაინც და მაინც? კაცი ობიექტურად ამბობს იმას ვინც ურჩევნია და მემგონი საწყენი არ უნდა იყოს ეგ. ეგრე ახლა ლებრონს რო კითხონ ვინ იყო საუკეთესო თანაგუნდელი ვისთანაც გითამაშიაო დარწმუნებული ვარ დევისს რ იტყვის , ვეიდს იტყვის და მართალიც იქნება, ვეიდზე მაგარი თანაგუნდელი ნამდვილად არ ყოლია ლებრონს არასდროს! ლებრონი არაა მზე მასეთი რამეები წყინდეს

13:50 | 16.07.2021
Kobe Bean (21683)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=59VacLYDWso')>0?'https://www.youtube.com/watch?v=59VacLYDWso':'https://www.youtube.com/watch?v=59VacLYDWso'))
აგერ სტერნის ჩანაწერი სადაც მაიკლს და კობის ერთ დონეზე აყენებს მაგრამ ბიზნესი არ აძლევდა იმის საშუალებას რომ კობისთვის პადეშკა მიეცა იმ სექსსკანდალის გამო

13:48 | 16.07.2021
Kobe Bean (21683)

ჯერ მოკვდა კაცი და ფემინისტები გამოხტენ ვის გლოვობთო მოძალადესო?ძაან დედა...ნულია ამერიკა და მამენტ სტერნს ვერც დავადანაშაულებ კობის რომ ძირავდა.ფული აღარ შევიდოდა ნბა-ში კობისთვის რომ მისაცემი მიეცათ თორემ თვითონ სტერნს მაგრად უყვარდა მამბა და კი წაიყვანა 3 კვირაში იმ ქვეყნად

13:44 | 16.07.2021
Kobe Bean (21683)

ფორ მე კობი ის ვეა ის ე მაიქელ(ჩემთვის კობი იქაა სადაც მაიკლიო),ეს არის სტერნის სიტყვები და არავიზე სხვაზე არ უთქვამს სტერნს იგივე მაგრამ ბიზნესი ცალკე თემაა და მოძალადეს ვერ მიცემ პადეშკას.ან იყო მოძალადე ან არა(მე ვფიქრობ რომ არ იყო) მაგრამ სახელი გაუტყდა და მაგას ვერავინ ვეღარ შეცვლიდა

13:41 | 16.07.2021
Kobe Bean (21683)

სტერნის სატელეფონი ზარი დევს სადაც პირდაპირ იძახის კობი იგევეა ჩემთვის როგორც ჯორდანიო მაგრამ ბიზნესი არ აძლევდა იმის საშუალებას რომ კობი ნბა-ს მთავარი სახე გაეხადა

13:39 | 16.07.2021
Kobe Bean (21683)

არ მოე..ნა ის ბანძი მუ..ლი კოლორადოში და არ დაჩაგრავდნენ მასე.მოძალიდის სახელი ქონდა ტიპს და მამენტ ვერც სტერნს დაადანაშაულებ კობის დაბლოკვაში,ფული აღარ შევიდოდა ნბა-ში პოტენციური მოძალადე რომ გამხდარიყო ნბა-ს სახე

13:36 | 16.07.2021
Kobe Bean (21683)

იმდენად დონე იყო ტიპი რომ 1 მვპ-ით შეყავთ ყველადროის ტოპ 10-ში ხო ულაპარაკოდ და მასის უმრავლესობისთვის რეალურად მეორე მოთამაშეა თამაშის დონით.ძაან უსამართლოდ მოექცა სტერნი კობის თუმცა კარგია ხალხს რომ არ ავიწყდება ვინ იყო მამბა

13:34 | 16.07.2021
Kobe Bean (21683)

პრაიმ კობი ბინ ბრაიანტის თამაში ვისაც უნახავს არ მგონია ლებრონი ამჯობინოს მას თუმცა კარიერით ლებრონი უფრო დიდია და ვაღიარებ მაგას.კობი იყო ზღაპარი სრულყოფილი მოთამაშე რომელმაც იმის მესამედი მიღწევებიც ვერ დადო(ბევრი მვპ წაართვეს კიდეც და არც დაადებინეს) რაც მისი დონის მოთამაშეს ეკუთვნოდა.თამაშის გამო უყვარს ხალხს თორემ 2 ფინალების მვპ და 1 რეგულარულის მვპ ბევრს აქვს სხვასაც.ყველა ხვდება რომ იმდენი მიღწევები არ დაადებინეს რა დონეც იყო და თამაშის გამო მაინც შეყავთ უდიდესებში

13:28 | 16.07.2021
Kobe Bean (21683)

მარა ლილარდსაც ჯორდანი-კობი ურჩევნია ბრონს და რა ქნას)))ლილარდმა პირდაპირ თქვა რომ კობის ფანია და მამბას გარდაცველების შემდეგ პირველი თამაში რომ ჩატარდა(ლეიკერსი-პორტლენდი იყო) 48 ქულა ხია იქ და თამაშის შემდეგ თქვა არ გეგონოთ მხოლოდ ლეიკერსის ფანებისთვის მოკვდა მამბა,მე ეს თამაში მას მივუძღვენიო

13:26 | 16.07.2021
Kobe Bean (21683)

ხოდა მაგ პასუხების შემდეგ დევისი არ დაატრეიდოს ლილარდში))))

13:25 | 16.07.2021
Kobe Bean (21683)

წარბამ მაგრად აწყენინა ბრონს,ორი კითხვა დაუსვეს და ორივეზე მზეზე დაიკიდა ლებრონა)))ჯორდანი თუ ლებრონი და ჯორდანიო,კობი თუ ლებრონიო და კობიო)))

09:51 | 16.07.2021
კართაგენი28 (12606)

რაღაცას რომ დაწერს კაცი და იტყვით ეს სურვილია და არა რეალობაო ჯერ კარგად გაანალიზეთ რა სანამ დასკვნას გამოიტანთ , ეს პირველ რიგში ზვიადას ეხება . სადმე დავწერე კუზმა შეიყვანს პორტლენს ფლეიოფშითქო ?
მოკლედ რა სიტუაცია არის ასეთი
რა პერიოდიც ლილარდი პორტლენდის პირველი ოფცია და სუპერატარია ეს გუნდი კონდენტერი მაინც არასდროს ყოფილა , შედიოდა ფლეიოფში და იქ ძირითადად მალევე ვარდებოდა ,იმის მიუხედავად რომ ამ სეზონში თითქმის ჯამრთელი და თან საკმაოდ ძლიერი როსტერი ყავდა ( რეალურად სიღრმით ეს პორტლენდი არავის ჩამოუვარდებოდა )
მოკლედ ლეიკერსის ოფერი იდეაში ყველა მხარეს აწყობს
ლილარდი თუ სადმე გადავა ცხადია ჩემპიონობის ფავორიტი გუნდი უნდა იყოს და ის ბაზარი რომ მოთამაშეს არავინ ეკითხება სად დაატტეიდებენ სიმართლე არაა როცა საქმე ფრენჩაიზის მოთამაშეს ეხება( შორს რომ არ წავიდეთ ჰარდენის მაგალითი ცხვირწინ გვიდევს ) ლილარდს ცხადია აწყობს ლეიკერსი , ლეიკერსსაც მასზე უკეთესი ვარიანტი სუპერატარის დასამატებლად არ აქვს და პორტლენდსაც აწყობს ის რასაც მის სანაცვლოდ ლეიკერსი ჩამოდის
რომ გაიძახით პიკები უნდაო ჯერ კარგად გაიგეთ რა რომელ კონდენტერ გუნდს აქვს ამდენი პიკების რესურსი ( არცერთი საჩემპიონო გუნდს არ აქვს )
და კიდე ლეიკერსზე მეტ როულ ფლეიერს ვერცერთი გუნდი ვერ შესთავაზებს პორტლენდს
რაც შეეხება იმ კალათბურთელებს ლეიკერსი რომ ჩამოდის აქედან პორტლენდს ნაარად შეუძლია ბენეფიტები მიიღოს
კუზმაზე არც მე ვგიჟდები , მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერ სმოლ მარკეტ გუნდში გაცილებით უკეთეს სტატისტიკაზე გავა და პორტლენდი მის დატრეიებას უპრობლემოდ შეძლებს ( არც ხელფასი აქვს ძაან შეუსაბამო და სმოლ მარკეტ გუნდი 13 მილიონად სიამოვნებით აიყვანს პოტენციურ მეორე - მესამე ოფციად ) და პიკსაც მიიღებს
ისევე როგორც ჰორტონააა მშვენიერი სატრეიდო მასალა
კარუზო - პოუპ- ჰარელს დაიტოვებენ და ბენჩიდან სამივე საკმაოდ კარგი როულ ფლეიერები არიან , განსაკუთრებით ჰარელის შემოყვანა ბენჩიდან რეგულარულში ნებისმიერ გუნდს ბენეფიტს მისცემს
პლიუს ამას სახელფასო ჭერი კიდე უფრო გამოუნთვისუფლდება პორტლენს ( 43 მილიონია ლილირდის ხელფასი მომდევნო სეზონში ) და თავისუფალ აგენტებზე გავა
კონლის დამატება მშვენიერი იქნება გუნდისთვის 15 მილიონის ფარგლებში და პლიუს კიდე ვინმეს დაიმატებენ სულ თავისუფლად
რეალურად პორტლენდი მშვენიერ საფლეიოფო გუნდად დარჩება
კონლი - მაკალუმი - პაუელი - კავინგტონი- ნურკიჩი
რას უწინებთ ამ გუნდს?
დაცვა რაც დიდი პრობლემა იყო ტოტსის და ლილარდის ხელში ( დემიანი ძაან ცუდი დამცველია ) ჩონსის და ამ როსტერის ხელში დაცვის პრობლემა აღარ იქნება
პლიუს ბენჩი კიდე უფრო გაღრმავდება და არანაირი პრობლემა ფლეიოფში შესვლის ამ გუნდს არ ექნება

00:27 | 16.07.2021
zviadi-shxefi (6306)

ჯაზსს და კლიპერსს დახატავდა ლილარდი მაგრამ ამათ სახელფასო ჭერი გაფრინდება სასწაულად, თუმცა არც ლეიკერსის იქნება ნაკლები. მარტო 3 კაცის ხელფასი იქნება 116 მილიონი. დანარჩენი 13 კალათბურთელიდან ყველა ვერ იქნება 2 მილიონიანი და ამათი სახელფასო ჭერი გადაცდება 170 მილიონს

00:18 | 16.07.2021
zviadi-shxefi (6306)

ითკ

კინგზი შესანიშნავი იქნება სიმონსისთვის, მანდ ძაანაც რომ უნდოდეს ვერ ჩაისვრის ისე როგორც წელს ))))))

00:14 | 16.07.2021
zviadi-shxefi (6306)

კართაგენ ეგ შენი სურვილია და არა რეალობა. შეიძლება აგიხდეს არც ეგ არის გამორიცხული. ლილარდით ძლივს გავიდა პლეიოფში და კუზმათი აქვთ გარანტარიბული პლეიოფი?! ლილარდის გაშვებიდან პორტლენდმა უნდა მიიღოს პიკები! ლეიკერსს კი ეგ არ გააჩნია. აი ნიქსს ლილარდის დათრევაც შეუძლია და ბილისაც. ერთერთი მათგანის დათრევა შეუძლია ბოსტონსაც, ორივენი ბევრად უკეთეს პირობებს შესთავაზებენ ვიდრე ლეიკერსი. გოლდენიც ბევრად უკეთეს პირობებს შესთავაზებს ვიდრე ლეიკერსი, თუმცა არ ვიცი როგორც გუნდი კარი, კლეი, ლილარდის ტრიო როგორი შესაძლებელია. პელიკანსს შეუძლია ასევე საუკეთესო პირობები შესთავაზოს პორტლენდს მაგრამ მანდ გადასვლა არავის უნდა თუმცა ნბა-ში კონტრაქტიან კალათბურთელს არავინ ეკითხება გადასვლა გადმოსვლას და პორტლენდის მიზანი იქნება ლილარდის გაშვების შემთხვევაში უკეთესი წინადადების მიღება

00:01 | 16.07.2021
Kobe Bean (21683)

რეგულარულის მვპ-იზეც რომ გაიწიოს ლილარდმა არც ეგ გამორიცხოთ

23:59 | 15.07.2021
Kobe Bean (21683)

ბურთის მოყვარული კაცია ლილარდი და ეგ თუ გადავიდა ლეიკერსში პირველ ოპციას მოითხოვს.ჯეიმსი გაისად პლეიოფში 37 წლის იქნება და არც ლებრონს ექნება პრეტენზია ფინალების მვპ-ის დათმობაზე ლიჟბი ბეჭედი მოიგოს.ფინალების მვპ კი აქვს ჯორდანის შემდეგ საუკეთესო შედეგი და დაკმაყოფილდება მაგითაც.სულ არაობას თუნდაც ფინალების მვპ-ის გარეშე ბეჭდის მოგება ურჩევნია ლებრონსაც ამ სიბერეში

23:52 | 15.07.2021
Kobe Bean (21683)

რომ დაუშვებს დეიმი ლოგოდან ტროიკებს უცებ აკრეფს სტატისტიკას.თან ლებრონი ლილარდს დევისივით უბურთოდ ვერ დატოვებს და ვერ შეზღუდავს სროლებში მათ შორის ვერც ფინალში,გამთამაშებელია ტიპი და პირიქით ძირითადათ მაგას ექნება ბურთი და იქეთ არ შეზღუდოს ლებრონიც და დევისიც)))

23:47 | 15.07.2021
Kobe Bean (21683)

ლილარდი თუ არ დაიმატა ლეიკერსმა არაფრის შანსი არ ექნება გაისად და პელინკა გამწარებული დარბის მაგ საქმეზე.დაიმახსოვრეთ,თუ ლილარდი დაიმატა ლეიკერსმა დეიმდოლა ფინალების მვპ-ის მოიგებს გაისად.როგორც სქორერი ლილარდი დღეს ლებრონსაც ჯობია და დევისსაც.ფინალების მვპ კი სტატისტიკაა

23:39 | 15.07.2021
Kobe Bean (21683)

ლილარდი გადავა წელს ლეიკერსში,ისე მიდის ამბები მასეთი პირი უჩანს საქმეს.პორტლენდს არანაირად არ აწყობს ის მოთამაშეები რასაც ლეიკერსი აძლევს მაგრამ იძულებული იქნება რომ გაუშვას დეიმი.თუნდაც ის რად ღირს რომ სპეის ჯემმა გამოუშვა ახალი ფილმი "ნიუ ლეგასი" სადაც ლებრონი იღებს მონაწილეობას და ლილარდიც.გარდა მაგისა ლილარდი საუნდრეკსაც მღერის მაგ ფილმისას სხვა რეპერებთან ერთად,მათ შორის თვით ბასტასთან და ქულიოსთან,პლუს თვითონ ფილმშიც იქნება მომენტები როცა ლილარდის ლაინები გავა.იცით ალბათ რომ რეპერობასაც აწვება დეიმ დოლა)))ლებრონის მსახიობად გამოჩენაც საკაიფოა,მამენტ მთელი კარიერა მსახიობობს(ფლოპერია) და არც გამკვირვებია)))

19:30 | 15.07.2021
კართაგენი28 (12606)

გოლდენს გაძლიერება თუ უნდა დრაფტამდე უნდა გაჩარხოს სერიოზული ტრეიდი და ეგ პიკები რაშიც მაგრად გაუმართლა უნდა გამოიყენოს ეხლავე. რეალურად დრაფტზე აყვანილი მოთამაშეები არაფერი ჭირდება კონდენტერი გუნდია ჩემპიონობა ეხლავე უნდა და დიდი ეჭვი მაქვს სტეფ- კლეი - გრინით მომდევნო სეზონი ბოლო შანსია ჩემპიონობის
მოკლედ ერთი მაღალი დონის სტარი აუცილებლად ჭირდება გოლდენს და პიკები უნდა დაიხმაროს მაგ ამბავში

მეტის ნახვა
0.122447