ფეხბურთი

0:55 | 15.07.2021 | ნანახია 514 - ჯერ

"რუბინის" დირექტორი ხვიჩაზე: "ოთხი დიდი გუნდია დაინტერესებული"

ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ტრანსფერზე საუბარი ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, როცა სატრანსფერო ფანჯარა გახსნილიც არ იყო.

იაროვინსკის თქმით, მათ უკვე მიიღეს წინადადებები და 4 დიდი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ მსგავსი ტრანსფერები იოლად არ გვარდება და დრო საჭიროა.

„ხვიჩას ამბავი მანამდე დაიწყო, სანამ სატრანსფერო ფანჯარა ევროპაში გაიხსნებოდა. ეს არის ძალიან დიდი ტრანსფერი და დიდი ფეხბურთელი, ასეთი ტრანსფერები ხდება, როცა ცაზე ყველა ვარსკვლავი სწორად განლაგდება და არა თითის დაჭერით. ოთხი კლუბია დაინტერესებული, დიდი გუნდებია. უფრო სწორად 3.5-სგან მივიღე წინადადებები. ხვიჩაზე ლაპარაკი მაისში დაიწყო, გავითვალისწინოთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ახლახან დასრულდა. კითხვა, თუ რატომ არ გაყიდეთ ხვიჩა, ჰგავს იმას, რომ იკითხოთ, რატომ არ არის ივლისში თოვლი“, - თქვა იაროვინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და ის ახალი სეზონისთვის ჯერჯერობით რუსულ გუნდში ემზადება. „რუბინმა“ მოსკოვის „სპარტაკთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 0:4 წააგო, ქართველი შემტევი მოედანზე 64-ე წუთამდე იყო.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:55 | 19.10.2021
Kobe Bean (21683)

სასწრაფოდ მოვითხოვ ზიზუს პსჟ-ს ტრენერად დანიშვნას)))

16:53 | 19.10.2021
Kobe Bean (21683)

ეს გონია დინამოსაც დაცვაში დაუჯდება.აზრზე არაა ტიპი და ხალიფას მო..ან გამჩენი ჯერ იმის გამო ბარსა დაანგრია(ნეი-ლეო წაგვართვა) და მერე ახლა იმის გამო რომ ეს მზე ყავს ტრენერად

16:51 | 19.10.2021
Kobe Bean (21683)

ეს რა მზეა მოგეშლება კაცს ნერვები.ხო ლაიპციგს დაუჯექით დაცვაში.მოაშორონ დროზე თუ უნდათ ლიგის მოგება

0.066481
514