ფეხბურთი

23:50 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ასეთი შეცდომებს არავინ გაპატიებს"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ბაქოს „ნეფთჩისთან“ (1:2) წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი მწვრთნელის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში დაუშვა უხეში შეცდომები, რამაც ყველაფერი გადაწყვიტა.

„ოთხი გოლიდან სამს პრაქტიკულად საკუთარ კარში რომ გაიტან, რა თქმა უნდა, ძნელია. ასეთ დონეზე მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება და აუცილებლად დაისჯები. „ნეფთჩის“ კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაღალი დონის შემსრულებლები და ვულოცავ გამარჯვებს. სამწუხაროა, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ ვფიქრობ, რომ „დინამო თბილისმა“ ამ ორ თამაშში ძალიან კარგი თამაში აჩვენა. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ ასეთ შეცდომებს არავინ გაპატიებს.

სახლის ორივე გოლი და დღეს პირველი გოლი ჩვენი შეცდომებით გავიდა. თუმცა, ფეხბურთი ასეთია, ვინც ნაკლებ შეცდომებს უშვებს, ის იმარჯვებს. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ჩვენ ყველა დავმარცხდით „ნეფთჩისთან“, - თქვა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდება.

0.115785