გერმანიის ბუნდესლიგის და მეორე ბუნდესლიგის კლუბებმა მომავალ სეზონში ხუთი შეცვლის წესს მხარი დაუჭირეს. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანიის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
2020 წლის მაისში კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების უმრავლესობა დროებით შეჩერდა და განახლების შემდეგ კლუბებს ხუთი შეცვლის საშუალება ჰქონდათ. აღნიშნული წესი საერთაშორისო შეჯიბრებებზეც მოქმედებდა, თუმცა გამონაკლისი პრემიერლიგა იყო და წამყვანი კლუბების მწვრთნელები სამი ცვლილების წესის დარჩენას აპრტესტებდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლობჟანიძეს რომ ამჯერად გოლი არ გაუტანია, ეგ დაწერეს და სხირტლაძემ რომ გოლიც გაიტანა და ასისტიც გააკეთა, ეგ დაიკიდეს
))
პლეიოფის მეორე თამაში გამოგრჩათ?! - სხირტლაძემ, გოლი გაიტანა + საგოლე გადაცემა გააკეთა!