ფეხბურთი

20:52 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ვან დეიკის და გომესის სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს"

ნიდერლანდების და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველების ვირჯილ ვან დეიკის და ჯო გომესის სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გაავრცელა.

"ვან დეიკი და გომესი მომდევნო დღეებში გუნდთან ერთად ორმაგ წვრთნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მათ მხოლოდ მეორე ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა და ისიც ფიზიოტერაპევტის მითითებებით. სულ ესაა მათ შესახებ ინფორმაცია. ორივეს სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს. ზუსტად არ ვიცი როდის დაბრუნდებიან, სავარაუდოდ მომდევნო ოტხ კვირაში, თუმცა დანამდვლებით შემიძლია ვთქვა, რომ მათ დიდი პროგრესი აქვთ." - განუცხადა კლუბის ვებგვერდს გერმანელმა სპეციალისტმა.

ვან დეიკი გასულ სეზონის დასაწყისში "ევერტონთან" დაშავდა, ხოლო გომესი "- მანჩესტერ სიტისთან". ამის შემდეგ ორივე ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და დიდი ალბათობით განახლებული სეზონიდან გუნდს დაუბრუნდებიან.

0.114961