ფეხბურთი

16:42 | 14.07.2021 | ნანახია NaN - ჯერ

"იუვენტუსმა" "ჩელსის" 100 მილიონზე უარი უთხრა: ფედერიკო კიეზა არ იყიდება

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველის, ფედერიკო კიეზას შეძენით ლონდონის „ჩელსი“ დაინტერესდა. გერმანული Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ინგლისელებმა იტალიელებს თითქმის 100 მილიონი ევრო შესთავაზეს.

თუმცა, იქვე წერს, რომ „იუვენტუსმა“ „ჩელსისთან“ მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი თქვა. კიეზა ტურინული გრანდისთვის არ იყიდება. „ბებერი ქალბატონის“ ბოსობას გადაწყვეტილი აქვს, რომ გუნდის მომავალი კიეზას გარშემო ააშენოს და არანაირი ფინანსური წინადადება ტრანსფერთან დაკავშირებით არ განიხილება.

23 წლის იტალიელმა შემტევმა ევრო 2020 დიდებულად ჩაატარა და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. იტალიის ნაკრების ჩემპიონობაში კი წვლილი ორი გოლით შეიტანა.

ფედერიკო კიეზა „იუვენტუსმა“ გასულ წელს დაიმატა და შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა - 43 მატჩში 14 გოლით და 12 საგოლე პასით გამოირჩა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:18 | 13.04.2022
lagashi (6738)

2006 წელი გაიმეორა ვილიარელმა?..

08:58 | 13.04.2022
KoRBeN DaLLaS (24844)

არადა, ხომ ვამბობდი... ))

08:43 | 13.04.2022
Marco8 (3591)

ნაყომარებია))

02:31 | 13.04.2022
Kobe Bean (21691)

ბოდიშს ვუხდი ვილიარეალს მესის გარეშე დარჩენილ ვალვერდე-სეტიენ-კუმანის ბარსელონას რომ ვადარებდი)))ეჭვიც არ მეპარებოდა რომ თავს არ შეირცხვენდნენ ბავარიასთან მაგრამ თუ გააგდებდნენ ნაღდად არ მეგონა.ბრავო ვილიარეალი და ეს ემერი ახლა ნაღდად უტ..ნავი გახდა)))მეტად დააფასეთ ლა ლიგა.არაერთხელ მითქვამს რომ იმ ფულის ნახევარიც კი რომ მოხმარდეს ესპანეთს რაც ინგლისს ხმარდება ფეხბურთის ზეიმს ვნახავდით

10:49 | 13.04.2022
london (1032)

ჩაწყობილი იყო არაა? მარტო ბარსელონას წაგებები როგორ არის კაცო ჩაწყობილი? ვილიარეალი არის დეგენერატი გუნდი რა ვილიარეალი. აწი ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში კი არა საერთოდ ჯგუფშიც ვერ მოხვდებიან კიდე ბევრი წელი. ოთხეულში ბოლოს როდის იყო საერთოდ ვილარეალი

15:24 | 13.04.2022
Kobe Bean (21691)

თვითონ თამაშს არაფერი ეტყობოდა ჩაწყობილის(ანუ მზეობა არავის გაუკეთებია ისეთი რომ აშკარა ყოფილიყო ჩაწყობის ნიშნები,მაგალითად ისეთი რაც ალბამ აკეთა ენფილდზე) და წინასწარ მასე წყნარი თამაში თუ მოილაპარაკეს ეგ აღარ ვიცი)))

02:06 | 13.04.2022
zviadi-shxefi (6306)

კამფეტ

01:42 | 13.04.2022
O. Mertskhali (8101)

)))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062972
სარეკლამო ადგილი - 99
X x X