ფეხბურთი

16:01 | 14.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კირიკოჩო! როგორ დათარსა ჯორჯო კიელინიმ ბუკაიო საკა პენალტის წინ (+VIDEO)

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ბუკაიო საკა გადამწყვეტი პენალტის შესრულების წინ დათარსა. ეს ინფორმაცია 36 წლის მცველმაც დაადასტურა. სანამ საკა პენალტს დაარტყამდა, ინგლისელს ერთადერთი სიტყვა მიაძახა - კირიკოჩო! ერთი შეხედვით ეს არაფერს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ყველა ცრურწმენას უკავშირდება.

"გამარჯობა კრისტიან, დიახ, ყველაფერს გიდასტურებ - კირიკოჩო!" - თქვა ვიდეოში კიელინიმ, როცა ჰკითხეს მართლა დაიძახა თუ არა საკას პენალტამდე კირიკოჩო...

ლეგენდის თანახმად, კირიკოჩო იყო არგენტინული „ესტუდიანტესის“ გულშემატივარი, რომელიც მეტოქეებს თარსავდა. ის თავიდან მუდმივად ესწრებოდა საყვარელი გუნდის ვარჯიშებს, მაგრამ მისი გუნდი ან მარცხდებოდა მომდევნო შეხვედრაში, ან ფეხბურთელები ტრავმებს იღებდნენ. სწორედ ამიტომ კარლოს ბილარდომ 1982-1983 წლების სეზონში მას დაავალა, რომ მოწინააღმდეგის მატჩებზე ევლო. არგენტინელი სპეციალისტის ნაბიჯმა გაამართლა - სეზონის ბოლოს „ესტუდიანტესი“ ჩემპიონი გახდა და შინ ერთადერთი თამაში წააგო („ბოკასთან“) - ეს იყო ის ერთადერთი თამაში, რომელსაც იმ სეზონში კირიკოჩო ვერ დაესწრო.

საინტერესოა, რომ 2010 წლის მუნდიალის ფინალში, იკერ კასილიასთან პირისპირ არიენ რობენი გავიდა, ხოლო ესპანელთა მცველი ხუან კაპდევილა იმ მომენტში ყვიროდა - კირიკოჩო!

როგორც მაშინ, ახლაც კიელინის შემთხვევაში კირიკოჩოს ხსენებამ გაამართლა. ბუკაიო საკას ჯანლუიჯი დონარუმამ პენალტი აუღო და იტალია ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.122545