ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა ზაფხულის სუპერტურნირის მე-11 საშეჯიბრო დღეს გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძე, რომელიც აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირაა, დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტოკუშორიუს დაუპირისპირდა და შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა.
ქართველმა სუმოისტმა აღნიშნულ ორთაბრძოლაში საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და მიუხედავად იმისა, რომ დოჰიოს კიდესთან მიიყვანეს, მეტოქის შეტევას თავი შესანიშნავად დააღწია და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა. ტოჩი დადებითი ბალანსის შანსს ინარჩუნებს, მაგრამ მაინც მძიმე მდგომარეობაშია, რადგან მისი ბალანსი მკვეთრად უარყოფითია - 4 მოგება და 7 წაგება.
ზაფხულის სუპერტურნირის დარჩენილ 4 ბრძოლაში ტოჩინოშინს მარცხის უფლება არ აქვს და კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად ყველა ბრძოლა უნდა მოიგოს.
ლევან გორგაძე 15 ივლისს დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ურას დაუპირისპირდება, რომელთანაც თანაბარი ბალანსი აქვს - 1 მოგება და 1 წაგება.