ფრანგული „მეცის“ რიგებში გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა. ამხანაგური მატჩი "ნანსის" წინააღმდეგ ქართველი ფორვარდის გუნდმა 3:2 მოიგო.
მიქაუტაძემ მეტოქის კარი 30-ე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა და ანგარიში გაათანაბრა.
გიორგი მოედანზე პირველ ტაიმში იყო. მოგეხსენებათ, „მეცი“ ლიგა 1-ის წევრია და მომდევნო სეზონს მიქაუტაძე სწორედ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს.