ფეხბურთი

22:14 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის "ტორპედოს" ახალი სპონსორი ჰყავს

ქუთაისის "ტორპედოს" სპონსორი "ნიუ ვიჟენი" იქნება. ინფორმაცია იმერულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა და მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

"დღეს საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსა“ და კომპანია „ნიუ ვიჟენს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად კომპანია „ნიუ ვიჟენი“ სპონსორობას გაუწევს „ტორპედოს“. ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინასური პრობლემები მოგვარებულია. ქუთაისის „ტორპედოს“ სახელით დიდი მადლობას ვუხდით სპონსორობისთვის კომპანია „ნიუ ვიჟენს“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 21 ტურის შემდეგ 19 ქულით "თელავთან" ერთად მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123328