ფეხბურთი

18:39 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020: სტატისტიკა და რეკორდები

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გვიან გაიმართა, დასრულდა და იტალიის ნაკრები ისტორიაში მეორედ დაეუფლა ამ ტიტულს.

წარმოგიდგენთ ევრო 2020-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებსა და რეკორდებს, რომელიც აწ დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე დამყარდა.

ჩემპიონი: იტალია.

ვიცე-ჩემპიონი: ინგლისი.

ნახევარფინალისტები: ესპანეთი, დანია.

ყველაზე მეტი გოლი: იტალია და ესპანეთი - 13 გოლი.

ტურნირის დებიუტანტები: ფინეთი (ჯგუფური ეტაპი), ჩრდ. მაკედონია (ჯგუფური ეტაპი).

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია).

ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: პედრი (ესპანეთი).

საუკეთესო ბომბარდირი: კრიშტიანუ რონალდუ - 5 გოლი, 1 საგოლე პასი.

ტურნირის სიმბოლური ნაკრები: ჯანლუიჯი დონარუმა, კაილი უოლკერი, ლეონარდო ბონუჩი, ჰარი მაგუაირი, ლეონარდო სპინაცოლა, პიერ-ემილ ჰობერგი, ჟორჟინიო, პედრი, ფედერიკო კიეზა, რომელუ ლუკაკუ, რაჰიმ სტერლინგი.

FedEx-ზონის მიხედვით საუკეთესო რეიტინგის მქონე ფეხბურთელი: მარკო ვერატი (იტალია).

FedEx-ზონის მიხედვით საუკეთესო რეიტინგის მქონე თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია).

FedEx-ზონის მიხედვით საუკეთესო რეიტინგის მქონე ნახევარმცველი: მარკო ვერატი (იტალია).

FedEx-ზონის მიხედვით საუკეთესო რეიტინგის მქონე მცველი: ლუკ შოუ (ინგლისი).

FedEx-ზონის მიხედვით საუკეთესო რეიტინგის მქონე მეკარე: ჯორდან პიკფორდი (ინგლისი).

ყველაზე მეტი საგოლე პასი: სტივენ ცუბერი (შვეიცარია) – 4.

ყველაზე მეტი მშრალი მატჩი: ჯორდან პიკფორდი (ინგლისი) – 5.

ყველაზე მეტი სეივი: იან სომერი (შვეიცარია) – 21.

ყველაზე დიდი აჩქარება: ლეონარდო სპინაცოლა (იტალია) და ლოიკ ნეგო (უნგრეთი) – 33.8 კმ/სთ.

ყველაზე მეტი დაფარული მანძილი: ჟორჟინიო (იტალია) – 86.6 კმ.

ყველაზე მეტი მანძილი ბურთით დაფარული: პედრი (ესპანეთი) – 38.2 კმ.

ყველაზე მეტი სპრინტი: რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი) – 298.

ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი პასი: პედრი (ესპანეთი) – 31.

ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი: რაგიმ სტერლინგი (ინგლისი) – 22.

ყველაზე მეტი წარმატებული ჩაწოდება: ენდი რობერტსონი (შოტლანდია) – 12.

ყველაზე მეტი მოპოვებული ბურთი: მანუელ აკანჯი (შვეიცარია) და ჟორჟინიო (იტალია) – 46.

ახალი რეკორდები

ყველაზე მეტი გოლი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე: 142.

საშუალოდ ყველაზე მეტი გოლი თამაშში ერთ დღეს: 18 (23 ივნისს).

ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი გოლი: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – 14.

ყველაზე მეტ ჩემპიონატზე გოლი: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – 5.

პირველი ფეხბურთელი, ვინც ხუთ ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – 5 (2004, 2008, 2012, 2016, 2020).

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინალურ ეტაპამდე ყველაზე გრძელი გამარჯვებების სერია: იტალია - 15 მოგება ზედიზედ.

ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: კაცპერ კოზლოვსკი (პოლონეთი) – 17 წლის და 246 დღის.

პლეი ოფის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ჯუდ ბელინგემი (ინგლისი) – 18 წლის და 4 დღის.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ყველაზე სწრაფი გოლი: ლუკ შოუ (ინგლისი) – 1 წუთი და 56 წამი.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი: ლეონარდო ბონუჩი (იტალია) – 34 წლის და 71 დღის.

თეგებიევრო 2020
0.112058