ლისაბონის „ბენფიკამ“ ჟოაო მარიო დაიმატა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მილანის „ინტერთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და „არწივებს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ჟოაო მარიომ „ბენფიკასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ის „სპორტინგის“ აკადემიის აღზრდილია, სადაც 2011-2016 წლებში თამაშობდა და თავის გამოჩენაც იმდენად მოახერხა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებში მიიწვიეს და ოქროს მედალსაც დაეუფლა.
იმავე ზაფხულს „ინტერში“ გადავიდა, მაგრამ იქ ფეხი ვერ მოიკიდა და იჯარით „ვესტ ჰემში“, მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და გასულ სეზონში მშობლიურ „სპორტინგში“ იყო. თუმცა, ამჯერად გადაწყვიტა, რომ კარიერა „სპორტინგის“ დაუძინებელი მტრის ბანაკში, „ბენფიკაში“ გააგრძელოს.
აქვე გეტყვით, რომ 28 წლის ფეხბურთელს პორტუგალიის ნაკრებში 45 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი.