სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც იტალია - ინგლისის მატჩამდეა გადაღებული და რობერტო მანჩინი „სკუადრა აძურას“ ძირითად შემადგენლობას ასახელებს.
მანჩინიმ ფეხბურთელებს შემადგენლობის დასახელების შემდეგ მშვიდად მიმართა: „მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. იცით, ვინ ხართ, ჩვენ აქ შემთხვევით არ ვართ. ჩვენ ვართ საკუთარი ბედის პატრონი, არც მსაჯია, არც მეტოქე, არავინ, მხოლოდ ჩვენ ვართ. თქვენ იცით, რაც უნდა გააკეთოთ“, - მიმართა ფეხბურთელებს.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფალურად განვლო და ფინალში მასპინძელი ინგლისი „უემბლიზე“ დაამარცხა. რობერტო მანჩინი „სკუადრა აძურაში“ დიდებულად მუშაობს და მის გუნდს უკვე 2018 წლის შემდეგ არ წაუგია - 34 მატჩი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სრულიად დამსახურებულად მოიგო იტალიის ნაკრებმა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებმა გადასარევად ითამაშეს, გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი მანჩინიმ შეიტანა!!