გამოცემა El Confidencial-მა გამოაქვეყნა დღემდე უცნობი 2006 წლის აუდიოჩანაწერი, რომელშიც მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, კლუბის ყოფილ ფეხბურთელებს, რაულ გონსალესსა და იკერ კასილიასს, „ისტორიაში უდიდეს თაღლითებს“ უწოდებს.
„კასილიასი „რეალისთვის“ მეკარე არ არის. რა გინდათ, რომ გითხრათ? ეს დიდი მარცხი იყო ჩვენთვის. უბრალოდ, არის ხალხი ვისაც უყვარს და იცავს მას...
მეორე კი - რაული. ორი უდიდესი მადრიდელი თაღლითი. ისინი ძალიან ეგოისტურები არიან და მათი ნდობა არაფრით შეიძლება.“ - ამბობს პერესი.
40 წლის კასილიასმა „რეალში“ 17 წელიწადს დაჰყო. 44 წლის რაულმა კი 16 სეზონის განმავლობაში „სამეფო კლუბში“ 741 მატჩი ჩაატარა და 323 ბურთი გაიტანა...