ფეხბურთი

14:25 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი რაშფორდის გაცუდებულ პენალტზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, ჟურნალისტებს ევრო 2020-ის ფინალში მისი შეგირდის, მარკუს რაშფორდის მიერ ვერგატანილ თერთმეტმეტრიანზე გაუზიარა აზრი.

„მიმაჩნია, რომ თუ პენალტის დარტყმას აპირებ, უკვე გაიმარჯვე. პასუხისმგებლობა აიღე. ბევრ ფეხბურთელს არ უნდა ნიშნულთან მისვლა. როცა ამბობ, რომ გახვალ და ამოცანას შეასრულებ, ეს შენს ძლიერ ხასიათზე მიუთითებს.

ამ დროს შეიძლება გმირი გახდე, ან ბურთი ააცილო კარს. მაგრამ ასეთია ფეხბურთი. წარუმატებლობა უფრო გაძლიერებს.

მჯერა, რომ მარკუსს ისევ გამოიძახებენ ინგლისის ნაკრებში და ის კვლავ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს. შეასრულებს და გაიტანს.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრესსამსახური.

0.110652