ჩოგბურთი

13:54 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიაში საპრიზო ფონდი გაიზარდა

მომავალი წლის 19 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე მელბურნის კორტებზე საჩოგბურთო სეზონის პირველი სადიდსლემო შეჯიბრება, ავსტრალიის ღია პირველობა ჩატარდება. მომავალი ტურნირის საპრიზო ფონდი 10 პროცენტით გაიზრდება და 36.3 მილიონ დოლარს გაუტოლდება.

ავსტრალიის შარშანდელი ღია ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 33 მილიონი გახლდათ, ერთეულთა თანრიგში კი შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ და ჩინელმა ნა ლიმ იმარჯვეს. ვავრინკამ ფინალში რაფა ნადალს სძლია, სექტემბრიდან სპორტიდან წასულმა ნა ლიმ კი გადამწყვეტი ორთაბრძოლა სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას მოუგო.

0.1192