ფეხბურთი

12:27 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალია არგენტინას შეხვდება?

კონმებოლი (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია) უეფასთან მოლაპარაკებას აწარმოებს კონტინენტური ჩემპიონების, არგენტინისა და იტალიის ნაკრებთა შეხვედრის თაობაზე - წერს ტვიტერში ჟურნალისტი, სესარ ლუის მერლო.

წყაროს ცნობით, გადატვირთული კალენდრის გამო, 2021 წელს ალბათ ასეთი შეხვედრის მოწყობა ვერ მოხერხდება. გაისად კი სავსებით შესაძლებელია.

არგენტინა და იტალია ერთ დღეს, 11 ივლისს გახდნენ კონტინენტური ჩემპიონები. არგენტინელებმა კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიელებს სძლიეს (1:0), იტალიელებმა კი ევრო 2020-ის გადამწყვეტ შეხვედრაში ინგლისელებს მოუგეს პენალტების სერიაში (1:1, 3:2).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114774