ფეხბურთი

11:49 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიაში მანჩინისთვის ქვეყნის საპატიო მოქალაქეობის მინიჭება მოითხოვეს

შოტლანდიურმა გაზეთმა, The National, მკითხველებს შესთავაზა ევრო 20202-ის ფინალში ინგლისელების დამარცხების გამო, იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის ქვეყნის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭოს.

„მივანიჭოთ რობერტო ბრიუსს (რობერტ ბრიუსი შოტლანდიის მეფე გახლდათ, რომელიც ინგლისელებს ებრძოდა) შოტლანდიის საპატიო მოქალაქეობა. მოვუწოდებთ მკითხველებს დაგვეხმარონ. მას დიდი დამსახურება მიუძღვის შოტლანდიის წინაშე.“ - წერს გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ ამავე გაზეთმა, მანამდე ყდაზე მანჩინი უილიამ უოლესის ფორმაში გამოსახა, ფილმიდან „მამაცი გული.“

0.121153