იტალიის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა, მანუელ ლოკატელიმ, მისი „სასუოლოდან“ შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.
„მართალი გითხრათ, მომავალ კლუბზე ჯერ არ მიფიქრია. მთელი ყურადღება ნაკრებზე მქონდა გადატანილი. დიდებული რამ მოხდა, ევროპის ჩემპიონები გავხდით. ახლა ვნახოთ, რა იქნება. იუვენტუსი? ჯერ ვერაფერს გეტყვით,“ - ციტირებს ლოკატელის სიტყვებს თავის ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ლოკატელი „მილანის“ აღზრდილია. „სასუოლოში“ კი 2018 წლიდან თამაშობს. ევრო 2020-ის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი შეძენა „იუვენტუსს“ სურდა. „სასუოლო“ 40 მილიონ ევროს ითხოვდა, რაზეც ტურინული კლუბი თანახმა არ იყო.