ფეხბურთი

2:46 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "საკასთან ეპიზოდმა ყველაფერი აჩვენა, კიელინი საუკეთესო მცველია, ლექციები უნდა წაიკითხოს"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იტალიის ნაკრების კაპიტნის, ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის საუკეთესო მცველია. პორტუგალიელმა მაგალითად, ბუკაიო საკასთან ეპიზოდი მოიყვანა, როცა მატჩის ბოლო წუთზე მოედნის ცენტრში ჯორჯომ ინგლისელი წააქცია და წინსვლის შესაძლებლობა არ მისცა.

„კიელინიმ საკასთან რაც გააკეთა, ყველაფერს აჩვენებს. მან თამაშში ერთადერთი შეცდომა დაუშვა, პოზიცია დაკარგა და საკა მიდიოდა: „ვერ წახვალ, ჩემთან დარჩი, მაისური ჩემია და ვერ წახვალ“. მან იცის რას აკეთებს. ეს არის საუკეთესო მცველი და ძალიან ჭკვიანი ბიჭი. ორი სეზონის წინ „იუვენტუსს“ ვეთამაშეთ „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ და თამაშის შემდეგ ასეთი რამ ვთქვი: „ეს ორი ბიჭი (კიელინი და ბონუჩი) უნდა წავიდნენ სპორტის უნივერსიტეტში და წაიკითხონ ლექციები თუ როგორი უნდა იყოს ცენტრალური მცველი.

ორი წლის შემდეგაც იგივე დონეზე თამაშობენ, ალბათ კიელინის ყოველ სამ დღეში ეს არ შეუძლია, ზოგჯერ დასვენება სჭირდება, ზოგჯერ მცირე ტრავმა აქვს, როგორც ეს მოხდა ევროპის ჩემპიონატის დასაწყისში, მაგრამ ისინი ორივე მზად არიან უმაღლეს დონეზე ითამაშონ“, - თქვა მოურინიომ Talk Sports-სთან საუბარში.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო სეზონში ჯორჯო კიელინი და ჟოზე მოურინიო ერთმანეთის მეტოქეები იქნებიან, რადგან პორტუგალიელი „რომას“ მწვრთნელად დაინიშნა. კიელინიმ და ბონუჩიმ ევრო 2020-ზე შესანიშნავად ითამაშეს და იტალიის ნაკრების ჩემპიონობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113575