ფეხბურთი

2:20 | 13.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მათეუსი: "იტალიის გამარჯვებით ბედნიერი ვარ, ინგლისელი ფანები და ხალხი თანაგრძნობას არ იმსახურებენ"

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა ინგლისელი გულშემატკივრები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იტალიის ნაკრების გამარჯვებით ორმაგად ბედნიერია, გარდა იმისა, რომ რობერტო მანჩინის გუნდს ისედაც ქომაგობდა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ინგლისელები არ მეცოდება. თანავუგრძნობ ფეხბურთელებს, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არ ვწუხვარ ფანების გამო, სრულიად ინგლისელი ხალხისთვის. გარდა იმისა, რომ რობერტო მანჩინის გუნდს ჩემი იტალიური წარსულის გამო ვქომაგობდი, ბოლო დღეებში ისეთი რაღაცები მოხდა, რაც საკმარისია ინგლისელები რომ არ მყვარებოდა. მათ დანიელ მეკარეს თვალებში ლაზერი მიანათეს, უპატივცემულოდ აქვეყნებდნენ ატირებული პატარა გოგონას ფოტოს, უსტვენდნენ მეტოქეების ჰიმნებს, ნახევარფინალში არარსებული პენალტით მოიგეს და ა.შ.

სამწუხაროდ, ქვეყანაში, სადაც პრიორიტეტს სამართლიან თამაშს ანიჭებენ, საერთოდ არ იცავენ ამ პრინციპს. ამიტომ, მე კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იტალიის გამო“, - უთხრა მათეუსმა Sky Sport Deutschland-ს.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში პენალტების სერიით დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

0.115693