ფეხბურთი

20:38 | 12.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინი: "ეს გამარჯვება დავიდე ასტორის ეძღვნება"

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს უმასპინძლა, სადაც სიტყვით გუნდის კაპიტანი ჯორჯო კიელინი გამოვიდა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონობა სამი წლის წინ გარდაცვლილ ფეხბურთელს, დავიდე ასტორის მიუძღვნა.

„ძვირფასო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და გუნდის სახელით, თქვენი სტადიონზე ყოფნა მნიშვნელოვანი ჟესტი იყო. გვინდა გამარჯვება მივუძღვნათ იტალიელებს და მსოფლიოს მასშტაბით ყველა გულშემატკივარს. გამარჯვებას ვუძღვნით დავიდე ასტორის, გვინდოდა, რომ აქ ჩვენთან ერთად ყოფილიყო, ის ყოველთვის არის იმ ადამიანების გულებში, ვინც მას იცნობდა.

ეს არის გუნდი, რომელსაც არასდროს დაუკარგავს იმედი, გუნდურ ინტერესს ყოველთვის ინდივიდუალურზე მაღლა ვაყენებდით. დღეს თუ აქ ვართ, არა იმიტომ, რომ ერთით მეტი პენალტი გავიტანეთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი მეგობრობით გავაკეთეთ. მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმ ქვეყნისთვის, რომელიც გვიყვარს“, - თქვა კიელინიმ სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, დავიდე ასტორი გულის შეტევით 2018 წელს გარდაიცვალა. ის ფლორენციის „ფიორენტინას“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელი იყო. იტალიამ ევრო 2020-ის ფინალში ინგლისი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.128882