„ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე ევროპის ჩემპიონატის ფინალს გამოეხმაურა და იტალიას გამარჯვება მიულოცა. თუმცა, ფიქრობს, რომ „სკუადრა აძურას“, როგორც ნახევარფინალში, ახლაც პენალტებში ის ფაქტი დაეხმარა, რომ სერია დაიწყო.
„იტალიამ ევროპის ჩემპიონატზე დამსახურებულად გაიმარჯვა, ვულოცავ. საუკეთესო გუნდი იყო მთელი ტურნირის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ისევ დაეხმარა ის ფაქტი, რომ პენალტების სერიაში პირველები ურტყამდნენ. ამან მათ საშუალება მისცა შეცდომები დაეშვათ, ისევე როგორც ესპანეთის წინააღმდეგ და კიდევ ცოცხლები დარჩნენ პენალტების სერიაში“, - დაწერა პიკემ სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ ესპანელმა მცველმა ზუსტად იგივე იტალია - ესპანეთის ნახევარფინალის შემდეგაც დაწერა. თუმცა, არ ჰქონია რეაქცია ესპანეთი - შვეიცარიის მეოთხედფინალის შემდეგ, რომელიც მისმა თანამემამულეებმა პენალტების სერიაში მოიგეს და პირველი ასრულებდნენ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა ინგლიის პენალტების სერიაში 3:2 მოუგო და ისტორიაში მეორედ ევროპის ჩემპიონი გახდა.