ფეხბურთი

15:27 | 12.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ვიცი, რომ ერთმა ინგლისელმა ფეხბურთელმა პენალტის დარტყმაზე უარი თქვა"

იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ბუკაიო საკას მძიმე ტვირთი აკიდეს და ის მარცხში დამნაშავე არ არის, ისევე, როგორც გარეთ საუთგეიტი.

„ვფიქრობ, ზედმეტია ბავშვისთვის ამ ყველაფრის ზურგზე მოკიდება (ბუკაიო საკა იგულისხმა), მაგრამ არ ვიცი, ეს კითხვა საუთგეიტს უნდა დავუსვათ. თუმცა ის პატიოსანი ადამიანია, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ფეხბურთელები დაიცვა.

მე ვიცი, რომ ერთ-ერთმა ინგლისელმა ფეხბურთელმა პენალტის დარტყმაზე უარი თქვა. არ მკითხოთ ვინ, მაგრამ 100%-ით ვიცი, რომ პენალტი უნდა დაერტყა და უარი თქვა. ასე რომ, ზოგჯერ ეს ხდება და ისეთი პატიოსანი ადამიანი, როგორიც გარეთია, მას არ ამხელს. სად იყო სტერლინგი? სად იყო ჯონ სტოუნსი? სად იყო ლუკ შოუ? რატომ არ დარჩნენ ჯორდან ჰენდერსონი და კაილი უოლკერი მოედანზე? მათ საკას ქვეყნის ტვირთი ზურგზე მოკიდეს, ვფიქრობ, ეს მეტისმეტია. ძალიან ვწუხვარ საკას გამო“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში წააგო და „სკუადრა აძურა“ ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

0.123033