ევრო 2020 იტალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რაშიც დიდი წვლილი ჯანლუიჯი დონარუმამ შეიტანა, რომელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. იტალიელმა მეკარემ ეს პრიზი 22 წლის ასაკში მოიგო და ეს იყო მისთვის პირველი დიდი სანაკრებო ტურნირი!
დონარუმამ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იტალია არასდროს ნებდება, ხოლო საუკეთესოობაში მას ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი დაეხმარნენ.
„ყველა ძალიან მაგრები ვიყავით. ბედნიერები ვართ. ერთი სანტიმეტრიც არ დაგვითმია. ყველამ იცით საიდან დავიწყეთ. ეს წარმოუდგენელია, ფანტასტიკური გუნდი ვართ და ამას ვიმსახურეთ. ბონუჩი და კიელინი? მათი წყალობით მოვიგე ეს პრიზი. ეს არის ამოსავალი წერტილი, მე კიდევ უნდა მოვუმატო.
ბუფონი? ჯიჯი ყველაზე მაგარია, მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ და ვცდილობ მზად ვიყო. ბუფონი პირველი ნომერია და ვნახოთ მე სადამდე მივალ.
დასაწყისში გაშვებულ გოლს ჩვენი მოკვლა შეეძლო, მაგრამ ასეთი ჩვენ არ ვართ. ჩვენ ის ვართ, ვინც არასდროს ნებდება. ადვილი არ იყო, მაგრამ სანახაობრივი გუნდი ვიყავით და შესანიშნავია, ამ ყველაფერს ვიმსახურებთ.
ტრანსფერი? ძალიან მშვიდად ვიყავი, თანაგუნდელებიც ჩემთან ახლოს იყვნენ, ყველაფერი განზე გადავდე და მწვრთნელისთვის და გუნდისთვის ხელმისაწვდომი გავხდი. მომავალი? ამ თემაზე ხვალიდან ვილაპარაკებ“, - თქვა დონარუმამ.
აღსანიშნავია, რომ 22 წლის მეკარეს კარიერაში პენალტების სერია არასდროს წაუგია. მან სამჯერ „მილანში“ და ორჯერ იტალიის ნაკრებში მოიგო თერთმეტმეტრიანების სერია. ჯანლუიჯი დონარუმა კარიერას “პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს, ეს ცნობა უახლოეს დღეებში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ და 53 წლის შემდეგ პირველად გახდა.