ფეხბურთი

22:22 | 11.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქაოსი "უემბლიზე": უბილეთო ინგლისელი ფანები სტადიონზე შეიჭრნენ, იტალიის დროშას აფურთხეს (+VIDEO)

ლონდონში, ევრო 2020-ის ფინალის დაწყებამდე მცირე დრო რჩება, მაგრამ სტადიონს მიღმა ვითარება დაძაბულია. ინგლისელი გულშემატკივრები სტადიონზე შესვლას უბილეთოდ ცდილობენ და მათ სრულად გაარღვიეს შესაბამისი ბარიკადები.

არიან ისეთი ფანებიც, რომლებიც დაშავდნენ. თუმცა, ინგლისელ ფანებს ეს დიდად არ ანაღვლებთ - მხოლოდ და მხოლოდ თამაშზე დასწრების სურვილი აქვთ.

გარდა ამისა, მოხდა არასასიამოვნო ფაქტიც: ინგლისელმა გულშემატკივრებმა იტალიის დროშა მიწაზე დააგდეს, მას აფურთხეს და მერე ფეხითაც ზემოდან იარეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის მოსაწონი და სამაგალითო საქციელი.

შეგახსენებთ, რომ იტალია - ინგლისის ფინალური მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

0.113644