ფეხბურთი

21:46 | 11.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი მესის გამარჯვებაზე: "ფეხბურთი ამ მომენტს ელოდა"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ლიონელ მესის მიმართა. მან მეგობარს კოპა ამერიკის მოგება მოულოცა და განაცხადა, რომ ფეხბურთი ამ მომენტს ელოდებოდა.

„წაგება მწყინს. მასთან ცხოვრება ჯერ კიდევ ვისწავლე. გუშინ, როდესაც წავაგე, წავედი ისტორიაში ყველაზე დიდ და საუკეთესო ფეხბურთელთან ჩასახუტებლად, რომელთანაც მითამაშია, ჩემს მეგობართან და ძმასთან, მესისთან. მოწყენილი ვიყავი და მას ვუთხარი: „ჯანდაბა, შენ დამამარცხე“. ძალიან მოწყენილი ვარ, რომ წავაგე. მაგრამ ეს ბიჭი შესანიშნავია! მე დიდ პატივს ვცემ იმას, რაც ფეხბურთისთვის და განსაკუთრებით ჩემთვის გააკეთა. მძულს წაგება! თუმცა, დატკბი ტიტულით, ფეხბურთი ამ მომენტს ელოდა, გილოცავ ძმაო“, - დაწერა ნეიმარმა ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილიის ნაკრები 1:0 დაამარცხა და 28-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო, შესაბამისად, ლიონელ მესისთვის ეროვნულ ნაკრებში ეს პირველი ტიტული იყო.

0.114618