ჩოგბურთი

21:05 | 11.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის მე-20 სლემი: ნოვაკმა უიმბლდონი მეექვსედ მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ჩემპიონია! სერბმა ლეგენდამ ფინალში მოულოდნელად გასული იტალიელი მატეო ბერეტინი ოთხ სეტში 3:1 დაამარცხა და ფინალური დაპირისპირება 3 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა.

ჯოკოვიჩმა თამაში კარგად დაიწყო, პირველივე სეტში 5:2 დაწინაურდა და სეტპოინტიც ჰქონდა, მაგრამ ბერეტინიმ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და სეტი თვითონ მოიგო! მატეომ ყველაფერი ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც 7:4 იმარჯვა და დამსახურებულად დაწინაურდა.

თუმცა, ეს მისი მაქსიმუმი გამოდგა და მეორე სეტიდან ნოვაკმა თამაშის სადავეები ხელთ იგდო. ბერეტინი იბრძოდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა აღარ ჰქონდა, შესაბამისად, „ნოლემ“ მომდევნო სამი სეტი 6:4, 6:4, 6:3 მოიგო და ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი გახდა.

ჯოკოვიჩმა 5 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მათ შორის, სამი შეხვედრის სტარტზე, საწყის ორ გეიმში, როცა ის აწვდიდა), ხოლო მატეო ბერეტინის ანგარიშზე 16 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა იყო.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეექვსედ მოიგო უიმბლდონი, ხოლო დიდი სლემის ტიტული კარიერაში მეოცედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ სერბი როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს გაუტოლდა - ახლა სამივე ლეგენდარულ ჩოგბურთელს კარიერაში 20-20 გრან სლემის ტიტული აქვთ მოგებული!

უნდა შევაქოთ მატეო ბერეტინიც, რომლისთვისაც ფინალი დიდებული შედეგი იყო. ის პირველი იტალიელია, რომელმაც უიმბლდონის ფინალში გასვლა მოახერხა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი - მატეო ბერეტინი 3:1 (6:7, 6:4, 6:4, 6:3)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.168694